Tuesday, February 24, 2009

ქ,რუსთავის № 20 სკოლის პედაგოგი მარინა ნინიაშვილი

              საქართველო საოცარი და მშვენიერი ქვეყანაა, სადაც ცხოვრობს ხალხი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით,  უსაზღვრო კულტურით და ტრადიციებით.

იგი ცნობილია მრავალფეროვანი პეიზაჟებით. მოგზაურებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ფართო არჩევანი ეძლევათ. მათ შეუძლიათ იხილონ ისტორიული  ძეგლები, ხელვნების განუმეორებელი

 ნიმუშები,უნიკალურიკურორტები და ეროვნული პარკები,  ასევე შესაძლებლობა ექმნებათ იგემონ უგემრიელესი ქართული კერძები, გაიცნონ მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი.

Gearn-ის პროექტების გაცნობის შემდეგ ყურადღება შევაჩერე პროექტზე ”ხაჭაპური”. პროექტი გავაცანი მე 7 კლასის მოსწავლეებს. მათაც არ დააყოვნეს და დაიწყეს ხაჭაპურის  მომზადების  შესწავლა. პროექტში თითქმის მთელი კლასი იღებდა მონაწილეობას.

                  საქართველო სწორედ რომ გამოირჩევა სპეციფიკური სამზარეულოთი.განთქმულია ქართული ხინკალი, საცივი, ხაჭაპური. მაგრამ ამათგან ჩვენ ვისაუბრებთ ხაჭაპურზე.

                 ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა.ისე კი ხაჭაპურს საქართველოს ყველა კუთხეში ამზადებენ. თითოეული კუთხის ხაჭაპურს თავისებური ფორმა და   მომზადების წესი აქვს.

                  შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.

რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს:   იმერული,      მეგრული,     ბაჭულები-რაჭული ხაჭაპური,   აჭარული,      სვანური,     ფენოვანი, საშობაო კვერები ყველით ანუ იგივე გურული ხაჭაპური.

იმერული ხაჭაპურიაჭარული 

ფენოვანი ხაჭაპური

No comments:

Post a Comment